WhiteBIT კოდი (WB კოდი) — არის მარტივი და უფასო გზა თქვენი სახსრების უნიკალურ კოდად გადაქცევისთვის. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადასცენ კრიპტო აქტივი სხვა მომხმარებლებს მყისიერად და საკომისიოს გარეშე, ასევე გაცვალონ იგი სხვა აქტივებზე შვილობილი სერვისებში. ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ სახსრები მომხმარებლებს შორის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: WB კოდების შექმნა ხელმისაწვდომია მხოლოდ კრიპტო აქტივისთვის და მათ გამოსაყენებლად საჭიროა გაიაროთ პირადობის დადასტურება (KYC).
როგორ შევქმნათ WB კოდი?
- გადადით "კოდის შექმნა" განყოფილებაში "კოდების" გვერდზე და აირჩიეთ აქტივი და მიუთითეთ რაოდენობა, რომლისთვისაც გსურთ კოდის გენერირება;
- თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიცვათ WB კოდი პაროლით და დაამატოთ აღწერა, რომელსაც მხოლოდ თქვენ ხედავთ. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ პაროლი, რომ არ დაკარგოთ;
- დააწკაპუნეთ „შექმნა“-ზე და შეიყვანეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) კოდი და დადასტურების კოდი, რომელსაც მიიღებთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ელ.ფოსტის მისამართზე;
კოდის შექმნის შემდეგ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია WB კოდის შესახებ, გადმოწეროთ ის PDF ფორმატში ან გადახვიდეთ WB კოდების ისტორიის განყოფილებაში. ასევე მიიღებთ QR კოდს, რომლის სკანირებისთვისაც შეგიძლიათ WB კოდის გააქტიურება.
როგორ შევქმნათ WB კოდი მობილური აპლიკაციაში?
- გადადით "კოდების" განყოფილებაში მთავარ ეკრანზე და დააკლიკეთ ღილაკს "შექმნა". სანამ ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ სახსრები თქვენს ძირითად ბალანსზეა;
- აირჩიეთ სასურველი აქტივი სიიდან და მიუთითეთ გადასარიცხი რაოდენობა. აქ გექნებათ შესაძლებლობა დამატებით დაიცვათ WB-კოდი პაროლით და დაამატოთ აღწერა, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება ხილული;
- დაადასტურეთ WB კოდის შექმნა 2FA კოდის და თქვენს ელფოსტაზე გაგზავნილი დამადასტურებელი კოდის შეყვანით. შემდეგ დააკლიკეთ ღილაკზე "დადასტურება";
დადასტურების შემდეგ დაინახავთ QR კოდს, ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ინფორმაცია WB კოდის შესახებ სხვა მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში. ინფორმაცია შექმნილი WB კოდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩანართში - "ჩემი კოდები".
როგორ გავაზიაროთ შექმნილი WB კოდი?
კოდი WhiteBIT Georgia-ს ან შვილობილი პლატფორმის მომხმარებლებისთვის გასაგზავნად, თქვენ უნდა დააკოპიროთ იგი. საიტზე ის გამოჩნდება კოდის გვერდის "შექმნილ" განყოფილებაში ან თქვენს ისტორია-ში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ QR კოდი მის დასაკოპირებლად ან გადმოწეროთ PDF ფაილი კოდის შესახებ ინფორმაციით.
მობილურ აპლიკაციაში თქვენი კოდები ინახება განყოფილებაში "შექმნილი", ხოლო ყველა თქვენი კოდის სია ხელმისაწვდომია განყოფილებაში "ყველა".
თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ კოდი სხვა პირს თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.
როგორ გავააქტიუროთ WB კოდი WhiteBIT-ის ვებსაიტზე?
- გადადით განყოფილებაში "კოდის აქტივაცია" და შეიყვანეთ კოდი შესაბამის ველში;
- თუ კოდი დაცულია პაროლით, შეიყვანეთ პაროლი;
- დააკლიკეთ ღილაკზე "გააქტიურება".
შესრულებულია!
ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება კოდის წარმატებით გააქტიურების შესახებ, რომელიც მიუთითებს შექმნილი კოდის რაოდენობას. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ მთავარი ბალანსი-ს გვერდზე შესაბამის ღილაკზე დაკლიკვით.
როგორ გავააქტიუროთ WB კოდი მობილურ აპლიკაციაში?
- გადადით "კოდების" განყოფილებაში და აირჩიეთ "აქტივაცია". ინსტრუქციის წასაკითხად დააწკაპუნეთ "ℹ" ხატულაზე;
- ფანჯარაში, რომელიც გამოჩნდება, შეგიძლიათ QR კოდის სკანირება ან კოდის ხელით შეყვანა შესაბამის ველში;
- თუ თქვენი კოდი დაცულია პაროლით, გადაიტანეთ სლაიდერი მარჯვნივ და შეიყვანეთ პაროლი შესაბამის ველში
- სკანირებისთვის დააწკაპუნეთ სკანერის ხატულაზე და მიუთითეთ კამერა კოდზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ QR კოდის ფოტო გალერეიდან და კოდი ავტომატურად გამოჩნდება ველში;
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ ასევე შეგიძლიათ QR კოდის სკანირება WB კოდით პირდაპირ თქვენს ტელეფონში არსებული კამერის აპლიკაციაში. ამისათვის უბრალოდ მიუშვირეთ კამერა კოდზე და თქვენ გადამისამართდებით WhiteBIT აპლიკაციაში აქტივაციის გვერდზე, სადაც WB კოდი უკვე შეყვანილი იქნება შესაბამის ველში.
- აირჩიეთ "გააქტიურება" და თქვენი კოდი წარმატებით გააქტიურდება.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი ბალანსის აქტივებისგან შემიძლია შევქმნა WB კოდი და სად ჩაირიცხება აქტივი მისი გააქტიურების შემდეგ?
WB კოდის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მთავარი ბალანსის აქტივების გამოყენებით. WB-კოდის გააქტიურების შემდეგ მიღებული აქტივი ასევე ჩაირიცხება თქვენს ძირითად ბალანსზე.
რა რაოდენობის აქტივით შეიძლება შეიქმნას WB კოდი?
არ არსებობს ლიმიტი აქტივის ოდენობაზე, რომლის გადარიცხვაც შესაძლებელია WB კოდის გამოყენებით. კოდის შექმნის მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა შემოიფარგლება მხოლოდ თქვენს მთავარ ბალანსზე არსებული სახსრებით და დაშვებული ათობითი ნაშთის რაოდენობით.
სად ვიპოვო ჩემ მიერ შექმნილი WB კოდი?
WB კოდის შექმნისა და დადასტურების შემდეგ, ის გამოჩნდება WB კოდების გვერდის განყოფილებაში - “შექმნილი”, ასევე ისტორიის გვერდზე "კოდები"-ს ჩანართში.
როგორ გავააქტიურო WB კოდი, თუ მისი პაროლი დავკარგე?
პაროლის შეყვანის გარეშე WB-კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ანგარიშზე, რომელზეც ის შეიქმნა.
შესაძლებელია თუ არა რამდენიმე აქტივის გადაცემა ერთი კოდით?
სამწუხაროდ, ეს შესაძლებელი არ აის. კოდის შექმნა საშუალებას გაძლევთ გადარიცხოთ მხოლოდ ერთი აქტივი.
შეიძლება თუ არა WB კოდის გადაცემა დაურეგისტრირებელი მომხმარებლისთვის?
კოდი შეგიძლიათ გადასცეთ ნებისმიერ პიროვნებას, თუმცა WB კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ბირჟაზე ავტორიზებული მომხმარებლის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს KYC ვერიფიკაცია ან ჩვენი პლატფორმის მონათესავე პლატფორმებზე: WhiteBIT TR, WhiteBIT ავსტრალია და WhiteBIT გლობალი.
შეუძლიათ თუ არა EEA მომხმარებლებს გაააქტიურონ WhiteBIT კოდი USDT-ში?
სამწუხაროდ, EEA მომხმარებლებს არ შეუძლიათ WhiteBIT კოდების გააქტიურება USDT-ში, ევროკავშირის მასშტაბით MICA რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).