სირთულეები შეგექმნათ?

შეგექმნათ რაიმე პრობლემა ან დაგებადათ კითხვა ჩვენი ბირჟის გამოყენებისას? მაგალითად, დეპოზიტის გაკეთებასთან, აქტივის გატანასთან, ან KYC ვერიფიკაციის გავლასთან დაკავშირებულით, მაგრამ პასუხი ვერ იპოვეთ დახმარების ცენტრში? - 

დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი გზით:

WhiteBIT-ის ვებ ვერსიაში

1. გამოგვიგზავნეთ წერილი ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: support@whitebit.ge

2. მოგვწერეთ ონლაინ ჩატში. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე   ბრაუზერის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

3. გადადით "დახმარების" პანელზე:

  • დააწკაპუნეთ ღილაკზე „თიქეთის შექმნა“ მოთხოვნის შესაქმნელად ან შექმენით მოთხოვნა შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://help.whitebit.ge/hc/ka/requests/new
  • დააწკაპუნეთ ღილაკზე "ჩემი თიქეთები" თქვენ მიერ ადრე შექმნილი ბილეთების სანახავად.
  • დახმარებისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა: +995 800 100 222



გთხოვთ გაითვალისწინოთ: WhiteBIT Georgia-ს მხარდაჭერის გუნდს მხოლოდ ბირჟის ფუნქციონალთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგეხმაროთ და არ იძლევა რეკომენდაციებს ვაჭრობასთან ან სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

WhiteBIT Georgia მობილური აპლიკაციაში.

1. გამოგვიგზავნეთ წერილი ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: support@whitebit.ge

2. მთავარ გვერდზე გადადით ანგარიშის პარამეტრებში ზედა მარცხენა კუთხეში ადამიანის ხატულაზე დაჭერით და გახსენით "მხარდაჭერის" განყოფილება:

  • დაგვიკავშირდით ონლაინ ჩატის საშუალებით.
  • დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე.



თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარ გვერდზე, იპოვოთ დახმარების ცენტრი და დაგვიკავშირდეთ ონლაინ ჩატში, ან დაგვირეკოთ.



მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7 და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.

პრობლემები შეგექმნათ WhiteBIT Georgia-სგან მეილების მიღებასთან დაკავშირებით

არ მიგიღიათ ელ-წერილი WhiteBIT Georgia-დან ან ვერ იპოვნეთ გატანის დამადასტურებელი ელ-ფოსტა WhiteBIT Georgia-დან?

ელ-ფოსტა შეიძლება აღმოჩნდეს “Spam” ან “Promotions” საქაღალდეეში – შეამოწმეთ ეს საქაღალდეები თქვენს ელ-ფოსტაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ WhiteBIT Georgia-ს წერილი “Spam” ან “Promotions” საქაღალდეში აღმოჩნდა, თქვენ უნდა:

  1. აირჩიეთ ამ საქაღალდეებში არსებული WhiteBIT Georgia-ს ყველა ელ.წერილი.
  2. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, რათა მონიშნოთ ისინი როგორც „არა სპამი“ ან „მნიშვნელოვანი“ და გადაიტანოთ ისინი თქვენს “indox”-ში

ჩვენ ასევე გირჩევთ, დაამატოთ ჩვენი ელფოსტის მისამართები სანდო ან თეთრ სიაში თქვენი ელ-ფოსტის პარამეტრებში, რათა მომავალში ეს სირთულეები არ შეგექმნათ.

ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართებია:

system@whitebit.ge — თქვენი ანგარიშის შესახებ ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად.

news@whitebit.ge  – ბირჟის უახლესი ამბების მისაღებად.

support@whitebit.ge — ბირჟის მხარდაჭერის ჯგუფთან დასაკავშირებლად.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს WhiteBIT Georgia-ს ხმოვანი მხარდაჭერის სერვისი?

ჩვენს ხმოვანი მხარდაჭერის ნომერზე (+995 800 100 222) ზარი უფასოა.

 

რა ენებს უჭერენ მხარს WhiteBIT Georgia-ს ხმოვანი მხარდაჭერის ოპერატორები?

ჩვენი ხმოვანი მხარდაჭერის სერვისი დაგეხმარებათ ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი ენა ოპერატორთან დაკავშირებამდე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ არჩეულ ენაზე მოლაპარაკე ოპერატორი არ არის ხელმისაწვდომი, ისინი დაგიკავშირდებიან შემდგომი კომუნიკაციისთვის რაც შეიძლება მალე.

ჩვენი მხარდაჭერის სერვისი მუშაობს 24/7 და ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ შეკითხვაზე.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია