კრიპტო აქტივის ქსელი წარმოადგენს კონკრეტული აქტივის კრიპტო-ტრანზაქციების მონაცემთა ბაზას. აქტივის გადარიცხვის შემდეგ, ტრანზაქცია შედის ბლოკჩეინში, რათა დამუშავდეს და გახდეს მისი ნაწილი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ბირჟაზე ჩამოთვლილ ტოკენებს შესაძლოა ჰქონდეთ smart კონტრაქტები სხვადასხვა ქსელებზე ან ბლოკჩეინზე. ამიტომ, ყოველთვის საჭიროა შეამოწმოთ ის ქსელი, სადაც გჭირდებათ ტოკენის გაგზავნა, რათა თავიდან აიცილოთ სახსრების დაკარგვა და წარმატებით განახორციელოთ კრიპტო აქტივის ტრანზაქციები!
ქსელის შესამოწმებლად, მიჰყევით შემდეგ მარტივ ნაბიჯებს:
-
ნავიგაცია ბალანსის გვერდზე
გადადით "ბალანსი"-ს გვერდზე ჩვენი ვებგვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაკლიკვით და აირჩიეთ "ჯამური" ან "მთავარი" ბალანსი.
-
აქტივის შერჩევა
"ბალანსები"-ს გვერდზე ნახავთ კრიპტო აქტივების ჩამონათვალს. აირჩიეთ სასურველი კრიპტო აქტივი და გააჩერეთ კურსორი ჯაჭვის ხატულაზე ტიკერის გვერდით.
-
ქსელის შემოწმება
ჩვენი ბირჟის მიერ მხარდაჭერილი ტოკენის სტანდარტების სია გამოჩნდება თქვენ მიერ არჩეული აქტივისთვის.
თქვენთვის სასურველი ტოკენის სტანდარტზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახვიდეთ „Explorer“-ში, სადაც ხელმისაწვდომია კრიპტო აქტივის smart კონტრაქტის ბმული.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).