WhiteBIT Georgia არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს WhiteBIT-ის გლობალური ინფრასტრუქტურის ნაწილს. იგი შექმნილია რათა მივაწოდოთ WhiteBIT-ის სერვისი საქართველოს მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს.
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს 330+ კრიპტო აქტივის მხარდაჭერას, მათ შორის BTC, ETH, USDT და WBT. პლატფორმას ჰყავს 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი და ასობით კორპორატიული პარტნიორი.
WhiteBIT Georgia, ლიცენზირებულია როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) (ლიცენზიის ნომერი: 405520217), სრულად შეესაბამება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) და გლობალური სანქციების რეგულაციებს. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
რა არის ჩვენი მიზანი?
ჩვენი პლატფორმა მუდმივად ვითარდება და გამოირჩევა ინტუიციური ინტერფეისით, რომელიც მორგებულია როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მომხმარებლებზე. მაღალკვალიფიციური მხარდაჭერის სერვისი, კონკურენტუნარიანი საკომისიოები და მრავალფეროვანი ფინანსური ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს დავიკავოთ წამყვანი პოზიცია კრიპტო აქტივების ბაზარზე. WhiteBIT Georgia-მ საკმაოდ მოკლე დროში უკვე შექმნა მრავალი წარმატებული პროექტი და ეს მხოლოდ დასაწყისია!
კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგებადოთ
რა განასხვავებს WhiteBIT Georgia-ს სხვა კრიპტო აქტივების ბირჟებისგან?
– აქტივების დაცვა და დაზღვევა;
– 23 სავაჭრო წყვილი;
– დაბალი სავაჭრო საკომისიო (0,1%-მდე);
– რეფერალური პროგრამა რეფერალების სავაჭრო საკომისიოების 50%-მდე ბონუსებით;
– დემო ტოკენების გამოყენებით ვაჭრობის შესაძლებლობა რისკის გარეშე;
– სავაჭრო შეჯიბრებები და სხვა მრავალი სახალისო აქტივობა პრიზებით;
– სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრი;
რას ნიშნავს სახელი “WhiteBIT”?
ჩვენი კომპანიის სახელია WhiteBIT იმის გამო, რომ თეთრი ფერი სისუფთავეს და გამჭვირვალობას ასახავს, რასაც ჩვენ ვიცავთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიებში.
რას ნიშნავს თქვენი ლოგო?
უკრაინაში ხარი კეთილდღეობის სიმბოლოა, ხოლო კრიპტო აქტივების სფეროში ის ასევე მარკეტ მეიკერების სიმბოლოა, რომლებიც ადგენენ ბაზრის დონეს.
ჩვენი ლოგო გამოხატავს თავდაჯერებულობასა და დინამიკას, რომელის დონესაც თქვენ ჩვენთან ერთად აწესებთ.
სად შემიძლია გავეცნო WhiteBIT Georgia-ს სიახლეებს?
უახლესი ინფორმაცია ქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში:
- Facebook: https://www.facebook.com/WhiteBitGeorgia;
- Instagram: https://www.instagram.com/whitebit_georgia/;
- Telegram:https://t.me/WhiteBIT_georgia;
- YouTube: https://www.youtube.com/@WhiteBITGeorgia/videos;
და ასევე ჩვენს LinkedIn გვერდზე
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).