სახსრების დაბრუნება

თუ ხართ WhiteBIT Georgia-ს აქტიური მომხმარებელი და მოულოდნელად მიიღეთ წერილი AML ბლოკისგან თქვენს ერთ-ერთ დეპოზიტზე? ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტრანზაქციის დასადასტურებლად მოთხოვნილი მასალების ჩამონათვალმა შეიძლება შეგაშფოთოთ თქვენი სახსრების უსაფრთხოების გამო.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ავხსნათ ამ სიტუაციის გამომწვევი მიზეზები და მისი მოგვარების გზები.

რა იწვევს დაბლოკვას?

WhiteBIT Georgia ხელმძღვანელობს ფონდების გამჭვირვალობისა და „სისუფთავის“ პრინციპით, უსაფრთხოების წესების დაცვით და მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩოებში. WhiteBIT Georgia იყენებს რისკზე დაფუძნებულ მიდგომას ფულის გათეთრების და/ან ტერორისტული აქტივობის დაფინანსების (ანტი-AML) აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.

კონკრეტული ტრანზაქციის რისკის დონე განისაზღვრება სპეციალურად შემუშავებული კომპლექსური სისტემისა და მაღალი ხარისხის ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ ტრანზაქცია არ შეესაბამება გავრცელებულ აქტივობებს ან მომხმარებლის ქცევის ჩვეულებრივ ალგორითმებს, ის შეიძლება ჩაითვალოს საეჭვოდ და დაიბლოკოს მომხმარებლის კონტრაქტის 4.4 პუნქტის საფუძველზე. 

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენს პლატფორმაზე გაგზავნილი აქტივი არ არის ჩართული უკანონო ქმედებებში, არ არის დაკავშირებული სანქცირებულ პლატფორმებთან ან darknet-თან, დეპოზიტი წარმატებით ჩაირიცხება თქვენს ძირითად ბალანსზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დაგიკავშირდებით გადასამოწმებლად, რათა ტრანზაქცია ჩაირიცხოს თქვენს ანგარიშზე.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: WhiteBIT Georgia უზრუნველყოფს თქვენი სახსრების უსაფრთხოებას იმ დროის განმავლობაში, სანამ AML დეპარტამენტი ამოწმებს ტრანზაქციის.

როგორ დავიბრუნო სახსრები?

თუ დადგინდა, რომ ტრანზაქცია არ არის ჩართული უკანონო ქმედებებში, აქტივი განიბლოკება და წარმატებით ჩაირიცხება თქვენს ძირითად ბალანსზე და ჩვენ შეგატყობინებთ ელფოსტით.

გარდა ამისა, ზოგიერთი ტრანზაქცია შეიძლება დაბრუნდეს AML დეპარტამენტის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. ამის შესახებ შეგატყობინებთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდი.

განვიხილოთ ამ შემთხვევაში მოქმედებების ალგორითმი.

როგორც კი თქვენი ტრანზაქცია მიიღებს სტატუსს "Canceled", შეგიძლიათ მოითხოვოთ აქტივის დაბრუნება. ამისათვის გადადით განყოფილებაში "ისტორია/დეპოზიტები".

  1. გახსენით შესაბამისი ტრანზაქციის დეტალები და დააკლიკეთ ღილაკზე „Refund“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ღილაკი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში და მხოლოდ იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც დამტკიცებულია აქტივის დაბრუნებაზე.

  1. ამის შემდეგ ფანჯარაში „დაბრუნების მოთხოვნა“ უნდა შეავსოთ მონაცემები: შეარჩიოთ აქტივი, რაოდენობა და მისამართი, რომელზეც მოხდება აქტივის გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ! მისამართი, რომელსაც მიუთითებთ აქტივის დასაბრუნებლად, არ უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს ბირჟას. ასევე, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი სწორია, რადგან ამ გადარიცხვის გაუქმება ან ხელახლა გაგზავნა დადასტურების შემდეგ შეუძლებელია.

  1. დაადასტურეთ აქტივის დაბრუნების მოთხოვნა ელ-ფოსტაზე მიღებული კოდით - შეიყვანეთ იგი შესაბამის ველში- დადასტურების ფანჯარაში. თქვენ ასევე უნდა შეიყვანოთ 2FA კოდი (თუ ის გააქტიურებული გაქვთ თქვენს ანგარიშზე).

  1. აქტივის დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენს პირად ანგარიშზე ტრანზაქციის დეტალებზე გადასვლისას დაინახავთ წარწერას „აქტივი დაბრუნებულია“.

კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგებადოთ:

რა დრო სჭირდება აქტივის დაბრუნების მოთხოვნის დამუშავებას?

განხილვის პერიოდი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და შეიძლება მოიცავდეს 24-დან 72 საათამდე მასალების სრულად წარდგენის მომენტიდან, იმ პირობით, რომ AML დეპარტამენტს არ ექნება მომხმარებელთან დამატებითი კითხვები.

 

რა არის აქტივის დაბრუნების საკომისიო?

ტრანზაქციის გაგზავნისას ქსელის საკომისიო ავტომატურად ჩამოიჭრება. დაბრუნება არ საჭიროებს დამატებით გადასახადს.

 

დაბლოკილი აქტივის დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია?

დაბლოკილი ტრანზაქციის დაბრუნება არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილების გადახედვაც.

ამიტომ, აქტივის დაბრუნება ხელმისაწვდომია არა ყველა მომხმარებლისთვის და გარდა ამისა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში.

 

სად შეიძლება ვიპოვო AML პოლიტიკა?

ყველა AML ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი ბირჟის შესაბამის განყოფილებაში.

 

როგორ დავიცვა ჩემი აქტივი დაბლოკვისგან?

ტრანზაქციის განხორციელებამდე გირჩევთ, შეამოწმოთ მისამართი, საიდანაც აქტივების გადაირიცხება თქვენს ბალანსზე.

ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ შეამოწმოთ შემდეგი აქტივების მისამართები: BCH, BTC, LTC, TRX*, USDT (ERC-20) აქ.

 

რა ემართება ჩემს სახსრებს დაბლოკვის პერიოდში?

WhiteBIT Georgia უზრუნველყოფს თქვენი სახსრების უსაფრთხოებას AML დეპარტამენტის მიერ დამატებითი გადამოწმების განმავლობაში.

გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი თქვენი აქტივი არ არის ჩართული უკანონო ქმედებებში, ამ შემოწმების გავლა რთული არ იქნება.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია