კრიპტო აქტივის გატანა WhiteBIT Georgia-ზე

სანამ WhiteBIT Georgia-ზე კრიპტო აქტივის გატანას დაიწყებთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტები:

  • გატანის გვერდზე ყოველთვის შეამოწმეთ იმ ქსელების სია (ტოკენის სტანდარტები), რომლებიც მხარდაჭერილია WhiteBIT Georgia-ზე და დარწმუნდით, რომ ქსელი, რომლის მეშვეობითაც აპირებთ გატანას, მხარდაჭერილია მიმღები მხარის მიერ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ თითოეული ცალკეული ის ქსელური ბრაუზერი ნაშთების გვერდზე არსებული ტიკერის გვერდით ჯაჭვის ხატულაზე დაწკაპუნებით;

  • დარწმუნდით, რომ შეიტანეთ შესაბამისი ქსელის მისამართი;
  • გახსოვდეთ, რომ არსებობს Memo (დანიშნულების ტეგი) აქტივებისთვის, როგორიცაა TON, NOT, DOGS, XRP, XLM, ATOM, HBAR, USDT (EOS), USDC (STELLAR), EOS, KAVA, JAM, LUNA, MLNK, SSLX, STEEM, TIA, WAXP, XEM). ამ ველის სწორი შევსება აუცილებელი პირობაა, რათა  თქვენი ბალანსის შეივსოს ჩარიცხვის შემდეგ. თუმცა, თუ memo არ არის საჭირო მიმღებ პლატფორმაზე, უბრალოდ შეიყვანეთ "12345" შესაბამის ველში, ან მონიშნეთ ველი "მე არ მაქვს memo".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ტრანზაქციის განხორციელებისას არასწორად შეიყვანთ ინფორმაციას, თქვენი სახსრები შეიძლება შეუქცევადად დაიკარგოს. ყოველი ტრანზაქციის წინ გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც იყენებთ თქვენი სახსრების გასატანად, არის სწორი.

როგორ განვახორციელოთ კრიპტო აქტივის გატანა ვებსაიტის გამოყენებით?

გატანამდე, დარწმუნდით, რომ სასურველი აქტივი თქვენს "ძირითად" ბალანსზეა. იმ შემთხვევაში, თუ სახსრები არ არის "ძირითად" ბალანსზე, შეგიძლიათ ბალანსებს შორის აქტივი გადარიცხოთ პირდაპირ "ბალანსების"გვერდზე. 

უბრალოდ დააწკაპუნეთ ღილაკზე „გადარიცხვა“ იმ აქტივის ტიკერის მარჯვნივ, რომლის გატანაც გსურთ. 

შემდეგ ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ გადარიცხვა "სავაჭროდან" "ძირითად" ბალანსზე, მიუთითეთ აქტივის რაოდენობა და დააკლიკეთ ღილაკზე "დადასტურება". თქვენი მოთხოვნა მყისიერად შესრულდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მაშინაც კი, თუ თქვენი აქტივები არ არის "ძირითად" ბალანსზე, სისტემა ავტომატურად მოგთხოვთ მათ გადარიცხვას "სავაჭრო" ბალანსიდან გატანის ოპერაციის დადასტურების დროს.

როდესაც სახსრები უკვე არის "მთავარ" ბალანსზე, შეგიძლიათ დაუბრკოლებლად გააგრძელოთ გატანა. 

მოდით გავიაროთ ეტაპობრივად, როგორ გამოვიტანოთ აქტივი WhiteBIT Georgia-დან სხვა პლატფორმაზე Tether-ის (USDT) მაგალითის გამოყენებით. 

1. ნავიგაცია გატანის ფორმაზე

მთავარი ვებსაიტის ზედა მენიუში დააწკაპუნეთ "ბალანსებზე" და შემდეგ აირჩიეთ "ჯამური" ან "ძირითადი".

იპოვეთ აქტივი USDT და დააწკაპუნეთ ღილაკზე „გატანა“. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „გატანა“ ნ=ბალანსების გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში და ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიოთ სასურველი აქტივი. 

2. გატანის ფორმის შევსება

წაიკითხეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გატანის ფანჯრის ზედა ნაწილში. აირჩიეთ ქსელი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება აქტივის გატანა, შეიყვანეთ მისამართი, სადაც მოხდება სახსრების გაგზავნა (მისი ნახვა შესაძლებელია მიმღებ პლატფორმაზე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ გატანის მინიმალური რაოდენობა და საკომისიო (ჩამრთველით შეგიძლიათ აირჩიოთ საკომისიოს გამოკლება ან დამატება). დამატებითი ინფორმაცია მინიმალური რაოდენობის და საკომისიოს შესახებ თითოეული ქოინის ქსელისთვის შეგიძლიათ იხილოთ საიტზე "საკომისიოების" გვერდზე საძიებო ზოლში თქვენთვის საჭირო ქოინის ტიკერის მითითებით. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება". 

3. გატანის დადასტურება

თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი აქტივის გატანა კოდის გამოყენებით, რომელსაც მიიღებთ ელ-ფოსტაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს WhiteBIT Georgia-ს ანგარიშთან, ასევე 2FA-ის მეშვეობით (თუ ჩართული გავქთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ან Passkey).

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოდი, რომელსაც მიიღებთ ელ-ფოსტაზე, მოქმედებს 180 წამის განმავლობაში. შეიყვანეთ იგი შესაბამის ველში. 

მნიშვნელოვანია: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიგიღიათ ელ-წერილი კოდით WhiteBIT Georgia-დან ან დაგვიანებით მიიღეთ ის, გირჩევთ, დაამატოთ ელ-ფოსტის მისამართი system@whitebit.com თქვენს საკონტაქტო სიაში, სანდო გამომგზავნის სიაში ან თეთრ სიაში თქვენი ელ-ფოსტის პარამეტრებში. ასევე გადაიტანეთ ყველა WhiteBIT Georgia-დან გაგზავნილი ელ-წერილი თქვენი სპამისა და აქციების საქაღალდეებიდან თქვენს ძირითად ინბოქსში. მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში ბმულზე.

4. გატანის სტატუსის შემოწმება

თქვენს WhiteBIT Georgia-ს ანგარიშზე ნებისმიერი აქტივის გატანა ნაჩვენებია "ისტორიაში" განყოფილებაში "გატანები" და აქტივები ამოღებულია "მთავარი" ბალანსიდან.

ყველა გატანის ოპერაცია ჩვეულებრივ მუშავდება ერთი წუთიდან ერთ საათამდე ინტერვალში. თუმცა, შეიძლება მოხდეს გამონაკლისი, თუ ქსელი ან პროვაიდერი გადატვირთულია. თუ შეგექმნათ სირთულეები გატანასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფს.

როგორ განვახორციელოთ კრიპტო აქტივის გატანა აპლიკაციის გამოყენებით?

სანამ გატანას დაიწყებთ, წინასწარ დარწმუნდით, რომ სასურველი აქტივი თქვენს “ძირითად" ბალანსზეა. ბალანსებს შორის გადარიცხვა შეგიძლიათ ღილაკის "გადარიცხვა" გამოყენებით "საფულის" ჩანართში.

აირჩიეთ აქტივი, რომლის გადარიცხვაც გსურთ. შემდეგ ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ გადარიცხვა „სავაჭროდან“ „ძირითად“ ბალანსზე, მიუთითეთ გასატანი აქტივი რაოდენობა და დააწკაპუნეთ „დადასტურებაზე“. თქვენი მოთხოვნა მყისიერად შესრულდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მაშინაც კი, თუ თქვენი სახსრები არ არის "ძირითად" ბალანსზე, სისტემა ავტომატურად მოგთხოვთ მათ გადარიცხვას "სავაჭრო" ბალანსიდან აქტივის გატანის დადასტურების დროს.

მას შემდეგ, რაც სახსრები გადაირიცხება "ძირითად" ბალანსზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ გატანა. 

მოდით ეტაპობრივად გავიაროთ, თუ როგორ უნდა გავიტანოთ აქტივი WhiteBIT Georgia-დან სხვა პლატფორმაზე აპლიკაციაში, მაგალითად Tether-ის (USDT) მაგალითზე. 

1. ნავიგაცია გატანის ფორმაზე

დააწკაპუნეთ ღილაკზე „გატანა“ „საფულის“ ჩანართში და აირჩიეთ USDT ხელმისაწვდომი ქოინების სიიდან.

2. გატანის ფორმის შევსება

წაიკითხეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გატანის ფანჯრის ჩანართის ნაწილში. აირჩიეთ ქსელი (საჭიროების შემთხვევაში), მიუთითეთ მისამართი ან დაასკანირეთ მისამართის QR კოდი მიმღებ პლატფორმაზე, მიუთითეთ რაოდენობა და აირჩიეთ "გაგრძელება".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ გატანის მინიმალური რაოდენობა და საკომისიო (ჩამრთველით შეგიძლიათ აირჩიოთ საკომისიოს გამოკლება ან დამატება აქტივის რაოდენობაზე). დამატებითი ინფორმაცია მინიმალური რაოდენობის და საკომისიოს შესახებ თითოეული ქოინის ქსელისთვის შეგიძლიათ იხილოთ საიტზე "საკომისიოების" გვერდზე საძიებო ზოლში თქვენთვის საჭირო ტიკერის მითითებით. 

3. გატანის დადასტურება

თქვენ უნდა დაადასტუროთ გატანა კოდის მეშვეობით, რომელსაც მიიღებთ ელ-ფოსტაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს WhiteBIT Georgia-ს ანგარიშთან, ასევე 2FA-ს მეშვეობით (თუ ჩართული გაქვთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ან Passkey).

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოდი, რომელსაც მიიღებთ ელ-ფოსტაზე, მოქმედებს 180 წამის განმავლობაში. შეიყვანეთ ის შესაბამის ველში.

მნიშვნელოვანია: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიგიღიათ ელ-წერილი კოდით WhiteBIT Georgia-დან ან დაგვიანებით მიიღეთ ის, გირჩევთ, დაამატოთ ელ-ფოსტის მისამართი system@whitebit.com თქვენს საკონტაქტო სიაში, სანდო გამომგზავნის სიაში ან თეთრ სიაში თქვენი ელ-ფოსტის პარამეტრებში. ასევე გადაიტანეთ ყველა WhiteBIT Georgia-დან გაგზავნილი ელ-წერილი თქვენი სპამისა და აქციების საქაღალდეებიდან თქვენს ძირითად ინბოქსში. მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში ბმულზე.

4. გატანის სტატუსის შემოწმება

თქვენს WhiteBIT Georgia-ს ანგარიშზე ნებისმიერი აქტივის გატანის ოპერაცია ნაჩვენებია "ისტორიაში" განყოფილებაში "გატანები" და აქტივის ამოღება ხდება "ძირითადი" ბალანსიდან.

ყველა გატანის ოპერაცია ჩვეულებრივმუშავდება ერთი წუთიდან ერთ საათამდეინტერვალში. თუმცა, შეიძლება მოხდეს გამონაკლისები, თუ ქსელი ან პროვაიდერი გადატვირთულია. თუ თქვენ შეგექმნათ სირთულეები გატანასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია