მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ გატანის ახალი მეთოდი WhiteBIT Georgia-ზე. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ WhiteBIT Georgia სთეიბლქოინების გატანა პირდაპირ ბირჟიდან პირად საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ბანკის მეშვეობით.
საქართველოს ბანკის გამოყენებით WBGEL-ის გამოსატანად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
- გადადით ბირჟის მთავარი გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს ”ბალანსი” - "ჯამური”/”ძირითადი”.
- დააჭირეთ ღილაკს "გატანა” WBGEL-ის მოპირდაპირე ხაზზე.
- თქვენს ბრაუზერში გაიხსნება WBGEL გატანის ფანჯარა. გადახდის პროვაიდერად აირჩიეთ საქართველოს ბანკი.
- მიუთითეთ თქვენი IBAN (საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი) და განაღდების რაოდენობა (ზემოთ ნაჩვენები იქნება თქვენს ბალანსზე არსებული სთეიბლქოინის რაოდენობა). გააქტიურეთ სლაიდერი „კრიპტო აქტივის ჩვენება საკომისიოს ჩათვლით“ და დაეთანხმეთ მომხმარებლის შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ ყველა მონაცემი სწორია და დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქტივის გატანა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენს სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე. ინფორმაცია საკომისიოსა და გატანის მინიმალური/მაქსიმალური რაოდენობის შესახებ ხელმისაწვდომია ღილაკზე დაკლიკებით.
საქართველოს ბანკის გადახდის სისტემის მეშვეობით გატანის ხელმისაწვდომი დღიური ლიმიტი ნაჩვენებია გატანის გვერდზე.
- ყველა საჭირო ნაბიჯის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაადასტუროთ გატანა. თქვენ მიიღებთ ელ.წერილს დამადასტურებელი კოდით, რომელიც ძალაში იქნება 180 წამის განმავლობაში. გარდა ამისა, თუ ჩართული გაქვთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA), თქვენ უნდა შეიყვანოთ კოდი ავთენტიფიკატორის აპლიკაციიდან, რომელსაც იყენებთ თქვენი გატანის დასადასტურებლად.
თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტრანზაქციის სტატუსს "ისტორიაში" - ჩანართი "გატანა".
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით სთეიბლქოინების გატანის ვადა 1 საათია.
როგორ გამოვიტანოთ WBGEL WhiteBIT Georgia-დან საქართველოს ბანკის გამოყენებით მობილური აპლიკაციის საშუალებით?
აქ მოცემულია ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს აპში:
- გადადით "საფულის" ჩანართზე. აირჩიეთ "სულ" ან "მთავარი" განყოფილება.
- იპოვეთ აქტივი WBGEL ტიკერით და დააკლიკეთ მასზე. ან აირჩიეთ „გატანა“ და WBGEL აქტივების სიიდან.
- გატანის ფორმაში აირჩიეთ „საქართველოს ბანკის“ პროვაიდერი.
- მიუთითეთ თქვენი IBAN (საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი) და გატანის რაოდენობა (ზემოთ ნაჩვენები იქნება თქვენს ბალანსზე არსებული WBGEL-ის რაოდენობა). გააქტიურეთ სლაიდერი „კრიპტო აქტივის ჩვენება საკომოსიოს ჩათვლით“ და დაეთანხმეთ მომხმარებლის შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ ყველა მონაცემი სწორია და დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქტივის გატანა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენს სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე. ინფორმაცია საკომისიოსა და გატანის მინიმალური/მაქსიმალური რაოდენობის შესახებ ხელმისაწვდომია ღილაკზე დაკლიკებით.
საქართველოს ბანკის გადახდის სისტემის მეშვეობით გატანის ხელმისაწვდომი დღიური ლიმიტი ნაჩვენებია გატანის გვერდზე.
- ყველა საჭირო ნაბიჯის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაადასტუროთ გატანა. თქვენ მიიღებთ ელ.წერილს დამადასტურებელი კოდით, რომელიც ძალაში იქნება 180 წამის განმავლობაში. გარდა ამისა, თუ ჩართული გაქვთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA), თქვენ უნდა შეიყვანოთ კოდი ავთენტიფიკატორის აპლიკაციიდან, რომელსაც იყენებთ თქვენი გატანის დასადასტურებლად.
თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტრანზაქციის სტატუსს ჩანართში „ისტორია“ — „გატანა“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით სთეიბლქოინების გატანის ვ ადა 1 საათია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- აქტივის განაღდების ლიმიტები: 60,000 WBGEL დღეში / 750,000 WBGEL თვეში.
- IBAN განაღდება შესაძლებელია ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის მეშვეობით და უნდა განხორციელდეს მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
- აქტივის განაღდების ლიმიტები განახლდება ყოველდღიურად 00:00 UTC+4-ზე.
- ლიმიტები გამოხატულია USDT-ში და 60,000 USDT ექვივალენტი შეიძლება ოდნავ მერყეობდეს.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).