Testnet არის Mainnet-ის ასლი, რომელიც მოქმედებს ანალოგიური პრინციპით, მაგრამ იძლევა ტესტირებისა და ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას რეალური ფონდების ან Mainnet-ის რისკის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Testnet-ის მონეტებს არ აქვთ რეალური ღირებულება და გამოიყენება მხოლოდ სატესტო მიზნებისთვის.
Testnet Whitechain-ის ძირითადი მახასიათებლები:
უსაფრთხო ტესტირება – Testnet საშუალებას აძლევს დეველოპერებსა და მომხმარებლებს შეამოწმონ ახალი ფუნქციები, ჭკვიანი კონტრაქტები და ბლოკჩეინ სისტემის სხვა ასპექტები რეალური ფულის დაკარგვის რისკის გარეშე.
ტესტირება – Testnet-ის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სცენარების გამოცდა ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებისას სრულიად უფასოდ, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან ახალ აპლიკაციებსა და სერვისებს.
სისწრაფე და ეფექტიანობა – რადგან Testnet-ის მონეტებს არ აქვთ რეალური ღირებულება, Testnet-ში ტრანზაქციები ხორციელდება სწრაფად და მინიმალური რესურსების ხარჯით.
Testnet Whitechain აქტიურად გამოიყენება ახალი ფუნქციების ტესტირებისთვის მისი გაშვების დღიდან. უკვე შესრულებულია 21,500,000-ზე მეტი ტრანზაქცია, ხოლო გაცემულია 1,190,000-ზე მეტი სატესტო მონეტა. ეს პროცესები ხელს უწყობს ძირითადი ქსელის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
Testnet-ის ფუნქციონალი მოიცავს:
- Whitechain Testnet Explorer – მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ ტრანზაქციების სტატუსს, ბალანსსა და ისტორიულ მონაცემებს კონკრეტული საფულის მისამართისთვის, ასევე მოძებნონ ინფორმაცია დეპლოირებულ სმარტ კონტრაქტების შესახებ.
- ქსელის სტატისტიკა – აჩვენებს მიმდინარე მონაცემებს, მათ შორის WBT-ს ფასს, საშუალო გაზის ფასს და ტრანზაქციების სტატისტიკას.
- ბოლო ბლოკები და ტრანზაქციები – რეალურ დროში ასახავს ახალ ბლოკებსა და ტრანზაქციებს.
Testnet გამოიყენება Whitechain ბლოკჩეინის ქსელის ტესტირებისა და მონიტორინგისთვის ძირითადი ქსელის რისკის გარეშე.
როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს Testnet-თან ურთიერთობა?
მომხმარებლებს შეუძლიათ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღონ და Whitechain-ის ეკოსისტემასთან ურთიერთქმედება Testnet-ის მეშვეობით.
აქტიური ტესტერები ასევე იღებენ WBT ჯილდოს SoulDrop სისტემის ფარგლებში, რომელიც აჯილდოებს WBT მფლობელებს ქსელში აქტიური მონაწილეობის სანაცვლოდ.
დამატებითი ინფორმაციისთვის WB Soul ეკოსისტემის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას ამ ბმულზე ან ჩვენს White Paper-ს.
Bug Bounty
WhiteBIT GE ბირჟა მზად არის შექმნას უსაფრთხო, დაცული და ინოვაციური ბლოკჩეინი ყველა მომხმარებლისთვის. ამ მიზნით, შეიქმნა Bug Bounty პროგრამა, რომელიც ეძებს შეცდომებსა და სისუსტეებს Testnet-სა და Whitechain Explorer-ში.
Bug Bounty პროგრამაში მონაწილეობით შეგიძლიათ:
- დაეხმაროთ ჩვენს გუნდს შეცდომების აღმოფხვრაში;
- მიიღოთ $10,000-მდე ჯილდო.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა Bug Bounty პროგრამაში?
- წაიკითხეთ პროგრამის პირობები და წესები. დამატებითი ინფორმაციისთვის შეცდომებისა და სამუშაო პროცესის შესახებ, იხილეთ Whitechain-ის Github ბმული „In Scope“ განყოფილებაში;
- აღმოაჩინეთ შეცდომები Testnet-სა და Whitechain Explorer-ში;
- თუ რაიმე ხარვეზს იპოვით, შეგვატყობინეთ Bug Bounty გვერდზე განთავსებული ფორმის საშუალებით.
ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეცდომის კრიტიკულობის დონის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ:
- თქვენ პირვეი ხართ, ვინც გამოავლინა პრობლემა;
- ჩვენმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ბაგი ნამდვილად არსებობს, თქვენი ანგარიშის შესაბამისად მითითებული სცენარის ნაბიჯების გადამოწმებით;
- WhiteBIT GE-მ შეცვალა კოდი ან კონფიგურაცია თქვენს ანგარიშზე დაყრდნობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: WhiteBIT GE დამოუკიდებლად აფასებს თითოეული აღმოჩენილი შეცდომის რისკის დონეს მისი სიღრმისეული გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ.
FAQ
შეძლება თუ არა WBT სატესტო მონეტების მიღება და როგორ?
რა თქმა უნდა! დეტალური ინსტრუქციისთვის, თუ როგორ მიიღოთ WBT სატესტო მონეტები, გაეცანით ჩვენს სტატიას ბმულზე.
როგორ დავაკავშირო MetaMask საფულე სატესტო ქსელთან?
MetaMask-ის სატესტო ქსელთან დასაკავშირებლად მიჰყევით ჩვენს მარტივ ინსტრუქციას.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).