ბაზრების გვერდი WhiteBIT Georgia-ზე

"ბაზრების” გვერდი WhiteBIT ბირჟაზე გთავაზობთ კრიპტო აქტივების ბაზრის სრულ ხედს, რაც რეალურ დროში  აჩვენებს მონაცემებს სხვადასხვა სავაჭრო წყვილებისთვის. ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ არსებული ფასები, პროცენტული ცვლილებები და ვაჭრობის მოცულობა კრიპტო აქტივების ფართო სპექტრისთვის. გვერდს ასევე გააჩნია მოგებისა და ზარალის ყველაზე დიდი სექცეიბი, რაც ტრეიდერებს ეხმარება ტენდენციების იდენტიფიცირებაში და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ მარკეტის გაფილტვრა სხვადასხვა სავაჭრო წყვილების მიხედვით, როგორიცაა BTC/USDT, ETH/USDT და სხვა. და ამავდროულად ნახოთ დეტალური სქემები სიღრმისეული ანალიზისთვის.

გვერდის ელემენტები და ფუნქციები

მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ გვერდის ელემენტებს:

  • გვერდის ზედა ნაწილში ნახავთ სექციებს წამყვანი სავაჭრო წყვილებით, რომლებიც იზრდება, ეცემა ან ყველაზე პოპულარულია მომხმარებლებში. ეს მონაცემები დაგეხმარებათ აკონტროლოთ მიმდინარე სავაჭრო ტენდენციები და შეცვალოთ თქვენი სტრატეგია მოგების გასაუმჯობესებლად. 

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გაფილტროთ აქტივების სია სხვადასხვა ბაზრების მიხედვით (სპოტი, მარჟა და ფიუჩერსი), სავაჭრო წყვილების ტიპები (მაგალითად, ფიატი ან სტაბილოინები) და მონიშნოთ მხოლოდ ის წყვილი, რომელიც დაამატეთ თქვენს რჩეულებში.

  • დიაგრამის ხედი ხელმისაწვდომია ეკრანის მარჯვენა მხარეს, რომელიც დაგეხმარებათ გაანალიზოთ ვაჭრობის მოცულობა შერჩეული სავაჭრო წყვილებისთვის. ეს არის სასარგებლო ინსტრუმენტი ბაზრის დინამიკის გასაანალიზებლად.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძიების ველი კონკრეტული სავაჭრო წყვილის მოსაძებნად. ამ გვერდიდან  შეგიძლიათ პირდაპირ სავაჭრო ტერმინალზე გადახვიდეთ ვაჭრობის დასაწყებად, ან დააყენოთ შეტყობინებები შერჩეული აქტივის შესახებ, რომ მიიღოთ გაფრთხილებები, მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს მითითებულ დონეს ან დაეცემა გარკვეული პროცენტით.

გაფრთხილებების დასაყენებლად დააკლიკეთ განგაშის ხატულაზე სასურველი სავაჭრო წყვილის გვერდით. გაფრთხილების პარამეტრების ფანჯარაში უნდა აირჩიოთ მდგომარეობა, სიხშირე, ფასი, ან პროცენტული ცვლილება, რომლითაც მიიღებთ შეტყობინებას.

ყველა ეს ფუნქცია დაგეხმარებათ გაამარტივოთ და გაზარდოთ ბაზრის ანალიზის ეფექტურობა, ასევე ხელს შეუწყობს წარმატებულ ვაჭრობას ჩვენს ბირჟაზე!

ხშირად დასმული კითხვები

რა არის კრიპტო აქტივის ბაზარი?

კრიპტო აქტივის ბაზარი არის პლატფორმა, სადაც მიმდინაროებს სხვადასხვა ციფრული აქტივების ვაჭრობა, უფრო ცნობილი როგორც კრიპტო აქტივი. სხვა ბაზრებისგან განსხვავებით, კრიპტო ბაზარი დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აკონტროლებს ცენტრალიზირებული ორგანო ან რომელიმე ინსტიტუტი. 

მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები ონლაინ პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა კრიპტო ბირჟები. აღსანიშნავია, რომ კრიპტო აქტივის ბაზარი არასტაბილურობით ხასიათდება, ფასი შეიძლება სწრაფად და არაპროგნოზირებად იცვლებოდეს. თუმცა, ბოლო წლებში ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.

რა ღირს კრიპტო აქტივი და როგორ შევამოწმოთ მისი კურსი?

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა კრიპტო აქტივის ფასი რეალურ დროში ფასების თრექინგ საიტების, ახალი ამბების პორტალების, ბირჟებისა და საფულეების გამოყენებით. 

WhiteBIT-ზე მიმდინარე კურსის ნახვა შეგიძლიათ "ბაზრების” გვერდზე, ან პირდაპირ სავაჭრო ტერმინალში. კრიპტო აქტივის მიმდინარე ფასების გარდა, შეგიძლიათ აკონტროლოთ მისი მოძრაობა ჩაშენებული სქემის გამოყენებით.

როგორ მოქმედებს საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტო აქტივის ფასზე?

საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ საბაზრო კაპიტალი, არის მეტრიკა, რომელიც ასახავს კონკრეტული ციფრული აქტივის ყველა მოძრავი ქოინის მთლიან ღირებულებას. იგი გამოითვლება მონეტის მიმდინარე საბაზრო ფასის გამრავლებით მიმოქცევაში არსებული მონეტების საერთო რაოდენობაზე. 

საბაზრო კაპიტალიზაცია არის ფართოდ გამოყენებული მეტრიკა კრიპტო აქტივის „ზომის“ გასაზომად და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მონეტების შესადარებლად.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია