საკომისიოების გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია ვაჭრობის, დეპოზიტისა და განაღდების საკომისიოების შესახებ.
ამ სტატიაში განვიხილავთ ამ გვერდის ფუნქციონალს და მის ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ვაჭრობის საკომისიოები
ვაჭრობის საკომისიოების განყოფილების არჩევით შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია სპოტ ვაჭრობის საკომისიოების შესახებ. ტერმინები: Taker – მონაწილე, რომელიც ასრულებს უკვე არსებულ ორდერს შეკვეთის წიგნიდან, და Maker – მონაწილე, რომელიც განათავსებს ახალ ორდერს შეკვეთის წიგნში, რომელიც დაუყოვნებლივ არ სრულდება.
სპოტის საკომისიოები შეიძლება განსხვავდებოდეს სავაჭრო წყვილებისთვის, თუმცა ისინი არასოდეს აღემატება ამ განყოფილებაში მითითებულ პროცენტულ მაჩვენებლებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპოტ ვაჭრობის საკომისიოები ჩამოიჭრება ორდერის შესრულების მომენტში. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენება თუ არა taker ან maker ტარიფი ორდერის შესრულების დროს.
საკომისიოს აქტივი დამოკიდებულია ორდერის ტიპზე:
-
ყიდვის ორდერი: საკომისიო გადახდილი იქნება შეძენილი აქტივით.
მაგალითი: WBT/BTC ბაზარზე WBT-ის ყიდვისას, საკომისიო ჩამოიჭრება WBT-ში.
-
გაყიდვის ორდერი: საკომისიო გადახდილილ იქნება მიღებულ აქტივში (ფულად სახსრებში).
მაგალითი: WBT/BTC ბაზარზე WBT-ს გაყიდვისას, საკომისიო ჩამოიჭრება BTC-ში.
ამ გვერდზე ასევე ნაჩვენებია ინფორმაცია WBT Holding-ის დაფინანსების ფასდაკლების შესახებ. WBT მფლობელები იღებენ ექსკლუზიურ საკომისიო ფასდაკლებას მრავალდონიანი ფასდაკლების სისტემის ფარგლებში, რომელიც ვრცელდება მარჟის დაფინანსებაზე. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია Holding-ში არსებული WBT-ს რაოდენობაზე — რაც მეტი WBT გაქვთ, მით უფრო მაღალია ფასდაკლების დონე.
კრიპტოაქტივი
ამ განყოფილებაში წარმოდგენილია ინფორმაცია საკომისიოებისა და მინიმალური დეპოზიტისა და განაღდების ლიმიტების შესახებ თითოეული კრიპტოაქტივისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ბირჟაზე, შესაბამის ქსელებში.
თუ ქსელი მითითებული არ არის, ეს ნიშნავს, რომ ბირჟა ამ ქოინს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბლოკჩეინ ქსელში უჭერს მხარს. ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ბალანსების გვერდზე — „ძირითად“ ან „ჯამურ“ ჩანართში, საჭიროა კურსორის მიტანა აქტივთან მდებარე ჯაჭვის ნიშნულთან. ასევე, ქსელის ინფორმაცია ხელმისაწვდომია დეპოზიტისა და გატანის ფანჯრებში.
სთეიბლქოინები
ამ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ სტეიბლკოინების დეპოზიტისა და განაღდების საკომისიოები და ლიმიტები.
სტეიბლკოინი არის კრიპტოაქტივი, რომლის ღირებულება მიბმულია ეროვნულ აქტივთან, მაგალითად, USDT, USDC ან WBGEL. ერთსა და იმავე სტეიბლკოინზე საკომისიოს ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენებული ქსელის მიხედვით.
გატანის ფანჯარაში ნაჩვენები საკომისიოები
მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმოთ გატანის ფანჯარაში ნაჩვენები საკომისიოები.
მაგალითად, ეკრანის სურათზე შეგიძლიათ იხილოთ USDC-ს გატანის ფანჯარა. აქ ჩანს ჩართვის ღილაკი „კრიპტო აქტივის ჩვენება საკომისიოს ჩათვლით“, რომელიც განსაზღვრავს, რა თანხას მიიღებთ, თქვენი ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხის მიხედვით.
• თუ ჩართვის ღილაკი გამორთულია, საკომისიო ცალკე ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან.
• თუ ჩართვის ღილაკი ჩართულია, საკომისიო ჩამოიჭრება იმ თანხიდან, რომელიც შეიყვანეთ „რაოდენობის“ ველში.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).