WhiteBIT Georgia-ს VIP პროგრამა

VIP პროგრამა ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს (VIP დონის გათვალისწინებით) მიიღონ 100%-მდე ფასდაკლება სავაჭრო საკომისიოებზე, ჩაერთონ ექსკლუზიურ სავაჭრო შეჯიბრებებში და მიიღონ პრიორიტიზირებული მხარდაჭერა VIP მენეჯერისგან, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7!

VIP დონეები

VIP დონე განსაზღვრავს maker-ის and taker-ის სავაჭრო საკომისიოებზე ფასდაკლების პროცენტს. VIP დონე ვარირებს 1-დან 10-მდე.

VIP დონის დადგენაში მონაწილეობას იღებს ორი პარამეტრი: სავაჭრო მოცულობა 30 დღის განმავლობაში და ანგარიშის ბალანსი - ორივე პარამეტრი გამოითვლება USDT-ის ექვივალენტში. პირველი დონის მიღწევა და შემდეგ დონეებზე გადასვლა ხდება ავტომატურად როდესაც შემდეგი ორი პირობაა დაცული: სავაჭრო მოცულობის და საშუალო ბალანსის გარკვეული დონის მიღწევა.

VIP დონის განსაზღვრაში ამ პარამეტრებიდან უპირატესობა მათგან უდაბლესი მაჩვენებლის მქონეს ენიჭება. 

მაგალითად: თუკი საშუალო ბალანსის მაჩვენებლი შეესაბამება მე-5 დონეს (≥50,000 USDT, <100,000 USDT) და სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი კი მე-2 დონეს (≥250,000 USDT, <500,000 USDT), მომხმარებელს მიენიჭება VIP სტატუსის მეორე დონე.

როგორ მივიღოთ VIP სტატუსი?

თუ თქვენი ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა spot ბაზარზე აღემატება 100,000 USDT-ის ეკვივალენტს და გაქვთ მინიმუმ 10,000 USDT ექვივალენტი თქვენს მთავარ ან სავაჭრო ბალანსზე - თქვენ აკმაყოფილებთ ჩვენი VIP პროგრამის პირველ დონეს და მიიღებთ VIP სტატუსს. ფასდაკლებები და სხვა შეღავათები ავტომატურად გააქტიურდება თქვენთვის!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: საბ-ანგარიშების სავაჭრო მოცულობა და ბალანსი ასევე ითვლება და ემატება ძირითადი ანგარიშის მაჩვენებლებს, ძირითადი ანგარიშის VIP დონის გამოსაანგარიშებლად.

როგორ გამოითვლება სავაჭრო მოცულობა?

სავაჭრო მოცულობა გამოითვლება კალენდარული თვის ყველა დღისთვის. VIP სტატუსის შესანარჩუნებლად, spot ვაჭრობის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 100,000 აშშ დოლარის ტოლი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აშშ დოლარის გარდა სხვა აქტივებით ვაჭრობის მოცულობა გარდაიქმნება USDT ექვივალენტად.

როგორ გამოითვლება საშუალო ბალანსი?

თვის განმავლობაში საშუალო ბალანსის დასადგენად გამოიყენება რანდომულად აღებული სახსრები მთავარ და სავაჭრო ბალანსებზე. შემდეგ, ამ სახსრების მთლიანი რაოდენობა იყოფა მათი აღებული დღეების რაოდენობაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ WhiteBIT Georgia-ს ბალანსებზე საშუალო ბალანსისა და ვაჭრობის მოცულობის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება ყველა აქტივი, გარდა იმ აქტივებისა, რომლებიც ამოღებულია ბირჟიდან ან არის Crypto Lending გეგმებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ბირჟა ამოიღებს აქტივს თვის შუა რიცხვებში, ის გამოითვლება მხოლოდ მისი ამოღების მომენტამდე.

როდის მოქმედებს ფასდაკლება?

ფასდაკლებები ავტომატურად იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი იღებს VIP სტატუსის პირველ დონეს - ანუ როდესაც მომხმარებელი მიაღწევს ცხრილში მითითებულ VIP პროგრამაში მონაწილეობის მინიმალურ მაჩვენებლებს. როდესაც მომხმარებელი მიაღწევს სავაჭრო მოცულობის და საშუალო ბალანსის მაჩვენებლებს, რომლებიც შეესაბამება უფრო მაღალ დონეს ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებელს ავტომატურად ენიჭება ახალი დონე. ახალი ფასდაკლებები აისახება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ მომხმარებლის რომელიმე ინდიკატორი წინა დონეზე დაეცემა, მიმდინარე ფასდაკლებები გაგრძელდება თვის ბოლომდე, ხოლო მომდევნო თვის პირველი დღიდან (01:00 UTC) VIP დონე გადაითვლება.

VIP სტატუსის გადმოტანა სხვა ბირჟიდან

ახალი ხართ WhiteBIT Georgia-ზე, მაგრამ ადრე აქტიურად ვაჭრობდით სხვა ბირჟაზე? ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ უმოკლეს ვადაში გახდეთ ჩვენი VIP პროგრამის წევრი სხვა ბირჟიდან თქვენი ტარიფების გადმოტანის პროცედურის გამოყენებით.

იმისათვის რომ სხვა ბირჟიდან გადმოერთოთ და WhiteBIT Georgia VIP პროგრამის წევრი გახდეთ, უნდა დაადასტუროთ თქვენი ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა და ბალანსი. ამისათვის უბრალოდ შეავსეთ VIP განაცხადის ფორმა თქვენი სახელის, ელ. ფოსტის, მესენჯერის კონტაქტების და სხვა ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობისა და ბალანსის შეყვანით. ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან რაც შეიძლება მალე, რათა კოორდინაცია გაუწიონ დეტალებს და დაადასტურონ თქვენი ახალი სტატუსი ჩვენს ბირჟაზე.

თქვენი განაცხადის დამტკიცების შემდეგ, თქვენ ერთი თვის განმავლობაში მოგეცემათ VIP სტატუსის ის დონე, რომელიც შეესაბამება თქვენს მაჩვენებლებს. VIP სტატუსის პრივილეგიები ხელმისაწვდომი იქნება დონის მინიჭებისთანავე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ხელახალი გაანგარიშება მოხდება მომდევნო კალენდარული თვის პირველ დღეს, ყოველთვიური დარიცხვის პერიოდის ბოლოს, ასე რომ თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ VIP პროგრამის მინიმალურ მოთხოვნებს VIP სტატუსის შესანარჩუნებლად.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

    • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
    • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
    • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია