ამჟამად სამი WhiteBIT Georgia სთეიბლქოინი არის ხელმისაწვდომი ჩვენს ბირჟაზე: WBEUR, WBUSD and WBGEL.
WhiteBIT Georgia-ზე სთეიბლქოინების PayUnicard-ით შესატანად ჩვენს ვებსაიტზე მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- ნავიგაცია შევსების გვერდზე
ჩვენი ბირჟის ვებგვერდის მთავარ მენიუში დააკლიკეთ ღილაკზე "ბალანსები" და აირჩიეთ "ჯამური" ან "მთავარი".
- აქტივის შერჩევა
აირჩიეთ აქტივი, რომლის შეტანაც გსურთ სიაში, ან შეიყვანეთ სთეიბლქოინის ტიკერი საძიებო ზოლში და შემდეგ დააკლიკეთ ღილაკზე, „შევსება“
- პროვაიდერის არჩევა
სისტემა გადაგამისამართებთ WBGEL-ის დეპოზიტების გვერდზე. აირჩიეთ PayUnicard, როგორც გადახდის მეთოდი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკომისიოსა და მინიმალური /მაქსიმალური დეპოზიტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღილაკზე დაჭერით.
გადახდის დეტალებში აირჩიეთ სასურველი ბანკი, რომლითაც გსურთ ბალანსის შევსება.
დააჭირეთ ღილაკს „შეტანა“. გადახდის დეტალები დააკოპირეთ და ჩასვით თქვენს საბანკო აპლიკაციაში. მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „გადააკოპირეთ ინვოისის მონაცემები“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეფერენსის (დანიშნულების) ველი სავალდებულოა და მასში უნდა იყოს მითითებული თქვენი ანგარიშის ნიკნეიმი.
4. დეპოზიტისთვის თვალყურის დევნება
დეტალები (შეტანის რაოდენობა, თარიღი, დრო, ტრანზაქციის ID) და თქვენი დეპოზიტის სტატუსი გამოჩნდება "ისტორია”-"დეპოზიტების” გვერდზე.
WhiteBIT Georgia-ზე სთეიბლქოინების PayUnicard-ით შესატანად აპლიკაციაში მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს
- გადადით შევსების გვერდზე.
აპლიკაციის "მთავარი" გვერდზე დააჭირეთ ყვითელ ღილაკს "ბალანსის შევსება".
- აირჩიეთ აქტივი
შეიყვანეთ სასურველი სთეიბლქოინის ტიკერი საძიებო ზოლში ან იპოვეთ იგი სიაში და აირჩიეთ ის
- აირჩიეთ პროვაიდერი
აირჩიეთ PayUnicard როგორც პროვაიდერი.
გადახდის დეტალებში აირჩიეთ სასურველი ბანკი, რომლითაც გსურთ ბალანსის შევსება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკომისიოსა და მინიმალური /მაქსიმალური დეპოზიტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღილაკზე დაჭერით.
დააჭირეთ ღილაკს „შეტანა“. გადახდის დეტალები დააკოპირეთ და ჩასვით თქვენს საბანკო აპლიკაციაში. მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „გადააკოპირეთ ინვოისის მონაცემები“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეფერენსის (დანიშნულების) ველი სავალდებულოა და მასში უნდა იყოს მითითებული თქვენი ანგარიშის ნიკნეიმი.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა დეპოზიტის დეტალი (სტატუსები, რაოდენობა, თარიღი, დრო, ტრანზაქციის ID) „საფულეში“- ჩანართი "ისტორია".
მნიშვნელოვანია: გთხოვთ შეიყვანოთ ყველა მითითებული მონაცემი სწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპოზიტის მოთხოვნა არ დამუშავდება.
თანხის წარმატებით შესატანად, თქვენ უნდა გახდეთ PayUnicard-ის მომხმარებელი და გახსნათ ანგარიში ამ პლატფორაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეტანის დღიური ლიმიტი: 120 000 WBGEL | 45 000 WBUSD/WBEUR;
- ერთჯერადი შეტანის ლიმიტი: 40 000 WBGEL | 15 000 WBUSD/WBEUR;
- დღიური ლიმიტი განახლდება პირველი ტრანზაქციიდან 24 საათის შემდეგ;
- მინიმალური შეტანის ოდენობა: 20 WBGEL | 10 WBUSD/WBEUR;
- შეტანის განხორციელების ვადა: სამუშაო დღეებში 15 წუთამდე;
- შეტანის საკომისიო: 0%;
- სხვა ბანკიდან გადარიცხვების შემთხვევაში, 15:00 საათამდე განხორციელებული ტრანზაქციები აისახება 2 საათის განმავლობაში. 15:00 საათის შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები აისახება 24 საათის განმავლობაში;
- მომხმარებელს ინვოისის გადასახდელად 7 დღე აქვს.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე
დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკზე დაჭერით).