როგორ დავუკავშიროთ WhiteBIT Georgia-ს ანგარიში TradingView-ს ანგარიშს ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის

თქვენი WhiteBIT Georgia-ს ანგარიშის TradingView-თან დაკავშირება საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ პირდაპირ TradingView-ს ინტერფეისიდან თქვენი WhiteBIT Georgia-ს ბალანსის გამოყენებით. მიჰყევით ამ მარტივ ნაბიჯებს მის დასაყენებლად:

ნაბიჯი 1: შედით ორივე ანგარიშზე

  • გადადით TradingView-ს გვერდზე და საჭიროების შემთხვევაში შედით სისტემაში, ან შექმენით ახალი ანგარიში.
     
  • ცალკე ჩანართში შედით თქვენს WhiteBIT Georgia-ს ანგარიშში.
     

ნაბიჯი 2: აირჩიეთ ბროკერის პარამეტრები TradingView-ზე

  • TradingView-ის ზედა პანელზე დააწკაპუნეთ ჩანართზე „სავაჭრო პანელი“ ან „ბროკერები“.


 

  • საძიებო ზოლში ჩაწერეთ WhiteBIT Georgia. 

ნაბიჯი 3: WhiteBIT Georgia-თან დაკავშირება

  • დააკლიკეთ ღილაკზე "ვაჭრობა" WhiteBIT Georgia-ს გვერდით, შემდეგ დააჭირეთ "დადასტურებას".

  • დადასტურების ფანჯრის გამოჩენის შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს, "მიღება". 

ნაბიჯი 4: საბოლოო დაყენება

  • ანგარიშის პანელში, შეცვალეთ თქვენი ანგარიშის ბალანსი „სპოტიდან“ „კოლატერალურზე“.

  • ტერმინალის გასახსნელად კვლავ დააჭირეთ "ვაჭრობას".

ყველაფერი მზად არის! ახლა თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ შეკვეთები და მართოთ გარიგებები პირდაპირ TradingView-ზე თქვენი WhiteBIT Georgia-ს ანგარიშის გამოყენებით.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.ge;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT Georgia აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).
  •  

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია